კეიტ ბლანშეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახდება

კეიტ ბლანშეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახდება
შოუბიზნესი / იანვარი 5, 2018

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.

„მოხარულები ვართ, ეს უნიკალური და იშვიათი ნიჭის მქონე ხელოვანი წარმოგიდგინოთ. ის იქნება ეფექტური ხელმძღვანელი, რომელიც თავის თავში ვნებიან ქალსა და გულითად მაყურებელს აერთიანებს“, – განაცხადა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, ტერი ფრემომ.

რაც შეეხება თავად ბლანშეტს, მისი თქმით, ის მოხარული და ამაყია ამ პატივით, რადგან კანის კინოფესტივალი ერთადერთი მსგავსი ტიპის ღონისძიებაა, რომლის განმავლობაშიც უამრავი ფილმის ყურება სიამოვნებას განიჭებს.

კანის 71-ე კინოფესტივალი მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჟიურის პედრო ალმოდოვარი ხელმძღვანელობდა.