კეიტ ბლანშეტი ახალი სუნამოს პრეზენტაციაზე (ფოტო/ვიდეო)

კეიტ ბლანშეტი ახალი სუნამოს პრეზენტაციაზე (ფოტო/ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

კეიტ ბლანშეტი ჯორჯო არმანის ახალი პარფიუმის Si Passione პრეზენტაციას დაესწრო. საღამოს, რომელიც შანხაიში გაიმართა, 49 წლის ვარსკვლავი ალისფერ  კაბაში გამოწყობილი სტუმრობდა. ანსამბლს ამერიკელმა მსახიობმა შავი ფეხსაცმელი და ბრჭყვიალა ქამარი შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ 4 შვილის დედამ, რომელიც გასულ წელს იტალიური ბრენდის ამბასადორი გახდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქალი ალამაზებს კაბას და არა, პირიქით.

შეგახსენებთ, რომ არმანის ახალი კამპანიის ფერი – ალისფერია, რის გამოც არომატის სარეკლამო პოსტერებსა და ვიდეოში ბლანშეტი ასევე ამ ფერის კოსტიუმებით გამოჩნდა.