კანის კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია

კანის კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია
შოუბიზნესი / აპრილი 18, 2018

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებდა. მას გარდა კი საუკეთესო ფილმებს შემდეგი ვარსკვლავები გამოავლენენ:

ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ, კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი, ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი, ფრანგი რეჟისორი რობერტ გედიგიანი, ჩინელი მსახიობი ჩანგ ჩენი, ბურუნდელი მომღერალი ჰაჯა ნინი და ამერიკელი სცენარისტი ავა დიუვერნეი.

ფესტივალი 8 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება.

საკვანძო სიტყვები