კანიე უესტი Ye გახდა

კანიე უესტი Ye გახდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 1, 2018

ამერიკელი ვარსკვლავი, რომელსაც აქამდე კანიე უესტის სახელით ვიცნობდით, იმ რეპერთა სიას შეუერთდა, რომელთაც სახელი შეიცვალეს.

კიმ კარდაშიანის მეუღლის ახალი სასცენო სახელი Ye იქნება. ამის შესახებ მან ,,ტვიტერზე” დაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელის ცვლილება დროებითია და ის მუსიკოსის ივნისში გამოსულ ამავე სახელის მქონე ალბომს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ Ye-იმ 2013 წელს გამოსული ალბომისთვის სახელი ასევე Yeezus-ით შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს Ye-ის მე-9 სტუდიური ალბომი  უნდა გამოსულიყო, რომლის რელიზი ამ დრომდე არ შემდგარა.

თაყვანისმცემლები რეპერისგან განმარტებას ითხოვენ და პასუხის მოლოდინში ,,ტვიტერზე” წერენ: ,,სად არის Yandhi?!” 

 

 

საკვანძო სიტყვები