კანიე უესტი სოციალური ქსელიდან გაქრა

კანიე უესტი სოციალური ქსელიდან გაქრა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2018

კანიე უესტმა ,,ინსტაგრამისა” და ,,ტვიტერის” ექაუნთები წაშალა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 41 წლის ვარსკვლავი სოციალური ქსელის ანგარიშებს შლის.

აპრილამდე უესტს გაუქმებული ჰქონდა ,,ტვიტერი” .

ინსაიდერის თქმით, Ye-ის ეს გადაწყვეტილება, მისკენ მიმართულ უარყოფით კომენტარებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კანიე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, როცა Saturday Night Live-ში, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

რეპერს ქუდი ამერიკის პრეზიდენტის ლოზუნგით: ,,აქციე ამერიკა კვლავ დიდებულად” ეხურა.