კამილა მორონე და ლეონარდო დიკაპრიო Coachella-ზე გრძნობებს არ მალავდნენ

კამილა მორონე და ლეონარდო დიკაპრიო Coachella-ზე გრძნობებს არ მალავდნენ
შოუბიზნესი / აპრილი 16, 2018

გასული უქმეები ვარსკვლავებისთვის ნამდვილად ნაყოფიერი და მხიარული გამოვიდა. ფესტივალი „კოაჩელა“ – ის ღონისძიებაა, რომლისთვისაც ცნობილი ადამიანები მონდომებით ემზადებიან. სანამ სცენაზე დაუვიწყარ შოუს ბიონსე ქმნიდა, მის გვერდით ალესანდრა ამბროსიო და ნიკოლ შერზინგერი, ასევე ჯასტინ ბიბერი, რიანა, დები ჰადიდები და კარდაშიან-ჯენერები ცეკვავდნენ. იქვე ადვილი შესაძლებელი იყო ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი ახალი გოგოს, კამილა მორონეს დაფიქსირება.

დიკაპრიო, ტრადიციულად ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო და ამისთვის კეპი და უცნაური ფორმის სათვალე შეარჩია, თუმცა პაპარაცებმა მაინც უპრობლემოდ შეძლეს ვარსკვლავის „გაშიფვრა“. საკმაოდ დიდი წვლილი ამაში თავად კამილამ შეიტანა, რომლის გამომწვევი ქცევა ყველას ყურადღებას იქცევდა. მოდელი წამით არ შორდებოდა ცნობილ ბოიფრენდს, ხელით აჭმევდა პიცას და ძალიან ბევრს კოცნიდა. თავად ლეონარდო კამილას სცენარს დამჯერად მისდევდა.

შეგახსენებთ, რომ დიკაპრიოსა და მორონეს რომანის შესახებ ხმები 2017 წლის ბოლოს დადიოდა, თუმცა ის მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დადასტურდა.