კამერა ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ადამიანის ცხოვრებას დამოუკიდებლად იღებს

კამერა ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ადამიანის ცხოვრებას დამოუკიდებლად იღებს
Hi Tech / ოქტომბერი 17, 2017

კორპორაციამ Alphabet ახალი კამერა – Google Clips წარმოადგინა. სიახლე მცირე ზომის ყუთს წარმოადგენს, რომელიც კამერით, უსადენო კავშირითა და ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ეს უკანასკნელი აიძულებს მოწყობილობას გადაიღოს ფოტოები მაშინ, როდესაც ამის შესახენ მის მეპატრონეს არაფერი ეცოდინება.

Google Clips დამოუკიდებლად განსაზღვრავს გადაღების პირობებს, თუ ის მისაღები იქნება, ფოტოს გადაღება მოხდება.

სიახლის შემქმნელების თქმით, მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი  ადამიანის ყველა მომენტს აფიქსირებს, როდესაც თავად მომხმარებელი ამ ყველაფრის საჭიროებას ხშირად ვერ ხედავს.

საკვანძო სიტყვები