კაილი მინოუგი ბუკინგემის სასახლეში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების საპატიო სტუმარი გახდა

კაილი მინოუგი ბუკინგემის სასახლეში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების საპატიო სტუმარი გახდა
შოუბიზნესი / ივნისი 15, 2018

კაილი მინოუგი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ვარსკვლავია. ელიზაბეტ მეორის 92-ე იუბილეზე ის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტუმარი იყო. გუშინ კი, ავსტრალიელი ვარსკვლავი ფონდ Royal Marsden NHS Foundation Trust-ის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საღამოზე ბუკინგემის სასახლეში იმყოფებოდა.

მომღერალს პირადად პრინცმა უილიამმა უმასპინძლა, რომელიც აღნიშნული ფონდის პრეზიდენტია. ფოტოებიდან ჩანს, რომ შეხვედრამ საკმაოდ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა – სახიდან ღიმილი ორივეს მთელი საღამოს განმავლობაში არ მოშორებია.