ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი და ჯეიკობ ტრემბლი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი და ჯეიკობ ტრემბლი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 27, 2017

ქსელში ფილმის „საოცრება“ ახალი ტრეილერი გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი პატარა ბიჭუნას, ავგუსტის შესახებ გვიყვება, რომელსაც სახეზე არსებული დეფექტების გამო 27 სხვადასხვა ოპერაციის გადატანა მოუწევს.

ავგუსტის მშობლების როლებს ჯულია რობერტსი და ოუენ უილსონი ასრულებენ, რომლებსაც განსხვავებულ შვილთან ერთად უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ: ოპერაციების შემდეგ ბიჭუნა პირველად მიდის სკოლაში და პირდაპირ მეხუთე კლასში შედის. მანამდე მას სახლში დედა ასწავლიდა. ავგუსტის როლში კი ჯეიკობ ტრემბლის ვიხილავთ, რომელიც საზოგადოებამ ფილმიდან „ოთახი“ გაიცნო.

ფილმი ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს და კინოგაქირავებაში ის ნოემბერში გამოვა.