ჯულია რობერტსი “ინსტაგრამზე” დარეგისტრირდა

ჯულია რობერტსი “ინსტაგრამზე” დარეგისტრირდა
შოუბიზნესი / ივნისი 28, 2018

ტომ კრუზის შემდეგ, სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” მომხმარებელი ჯულია რობერტსიც გახდა. მსახიობი ინტერნეტსივრცეს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და რამდენიმე საათში მისი გამომწერების რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა.

მოგვიანებით მან ბუნებაში გადაღებული ფოტოც გააზიარა.

წლების მანძილზე, ის სოციალურ ქსელებზე უარს ამბობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ სურდა, ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება, ამასთან, უნდოდა, რომ რეალურ სამყაროს არ მოსწყვეტოდა.

 

 

საკვანძო სიტყვები