ჯუდ ლოუ „კაპიტან მარველში“ მონაწილეობას მიიღებს

ჯუდ ლოუ „კაპიტან მარველში“ მონაწილეობას მიიღებს
შოუბიზნესი / ნოემბერი 27, 2017

სტუდია Marvel-ის ახალ პროექტში სახელწოდებით „კაპიტანი მარველი“ ცვლილებაა: ცნობილი ხდება, რომ მთავარ როლს მასში ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „რკინის კაცის“ ერთგვარი წინასიტყვაობა იქნება და მასში მოქმედება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს განვითარდება. ლოუს პარტნიორობას ბრი ლარსონი, სემიუელ ელ ჯექსონი და ბენ მენდელსონი გაუწევენ. გადაღებები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, ხოლო პრემიერა 2019 წლის მარტში იგეგმება.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები