ჯორჯ კლუნი მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის კონფლიქტში ჩაერია

ჯორჯ კლუნი მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის კონფლიქტში ჩაერია
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2017

„ოქროს გლობუსის“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ინციდენტი, მერილ სტრიპისა და დონალდ ტრამპის კონფლიქტი გახდა. თავის სამადლობელ სიტყვაში, ვარსკვლავმა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი გააკრიტიკა, რომლისგანაც მოგვიანებით ასევე საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღო.

ამჯერად, საქმეში ჯორჯ კლუნი ჩაერთო, რომელმაც სტრიპის მხარე დაიჭირა და სარკასტულად განაცხადა:

მე ყოველთვის ვამბობდი ამას მერილზე. ის შესაძლოა, ნამდვილად ყველა დროის ყველაზე გადაფასებული მსახიობია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით მულტფილმზე „უჩვეულო მისტერ ფოქსი“, სადაც ცოლ-ქმარს ვახმოვანდებდით. მინდა ვთქვა, რომ  ის მდედრობითი სქესის მელიის შემთხვევაშიც გადაფასებულია, – ამის შემდეგ კლუნიმ ტრამპს მიმართა, – თქვენ ხომ ქვეყანა გაქვთ სამართავი?

ბუნებრივია, კლუნი ერთადერთი არ არის, ვინც მერილ სტრიპის აზრი გაიზიარა. „ტვიტერზე“ ამერიკის პრეზიდენტი სტივენ კინგმა, კერი ჰილსონმა და სხვა ცნობილმა სახეებმა გააკრიტიკეს.