ჯონი დეპთან განქორწინების შედეგად მიღებული ფული ემბერ ჰერდმა ქველმოქმედებას მოახმარა

ჯონი დეპთან განქორწინების შედეგად მიღებული ფული ემბერ ჰერდმა ქველმოქმედებას მოახმარა
შოუბიზნესი / აპრილი 10, 2018

პირობის თანახმად, 31 წლის ემბერ ჰერდმა ჯონი დეპთან განქორწინების შედეგად მიღებული ფული ქველმოქმედებას მოახმარა. მსახიობმა რამდენიმე მილიონი დოლარი ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს გადაურიცხა. ეს ინფორმაცია კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კლინიკამ გასული წლის ფინანსური დასკვნა გამოაქვეყნა და მასში ჰერდი საპატიო ქველმოქმედის სახელით არის მოხსენიებული.

მსახიობის მიერ გაღებული ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ეს რიცხვი 1-დან 5 მილიონამდე დოლარს მოიცავს. ცნობილია, რომ ჯამში ჯონი დეპმა მას 7 მილიონი დოლარი გადაუხადა.

 

საკვანძო სიტყვები