„ჯონ უიკი“ სერიალი გახდება

„ჯონ უიკი“ სერიალი გახდება
შოუბიზნესი / იანვარი 16, 2018

სანამ კიანუ რივზი „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილში მონაწილეობისთვის ემზადება, ცნობილი ხდება, რომ ფილმის მოტივებზე სერიალის გადაღება იგეგმება.

პროექტს „კონტინენტალი“ დაერქმევა და მასში მოქმედება „ჯონ უიკის“ სამყაროში განვითარდება.  კონტინენტალი კი ქილერების თავშესაფარს წარმოადგენს, რომელიც ორიგინალშიც არის ნაჩვენები. განსხვავება ფილმისგან ის იქნება, რომ მოქმედება არა ნიუ-იორკში, არამედ ლოს-ანჯელესში განვიარდება.

რაც შეეხება „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილს, დიდ ეკრანებზე ის 2019 წლის 17 მაისიდან გამოჩნდება. მთავარ როლებს კი კვლავ კიანუ რივზი და იენ მაკშეინი შეასრულებენ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები