„ჯონ უიკი 3“-ის პრემიერის თარიღი ცნობილია

„ჯონ უიკი 3“-ის პრემიერის თარიღი ცნობილია
შოუბიზნესი / სექტემბერი 15, 2017

სტუდიებმა Lionsgate და Summit „ჯონ უიკი 3“-ის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი გაამხილეს. ფილმს კიანუ რივზის მონაწილეობით მაყურებელი 2019 წლის 17 მაისს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ პირველმა ნაწილმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 88, ხოლო მეორე ნაწილმა – 170 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ორივე მათგანში რივზს პარტნიორობა ტომას სადოსკიმ, რუბი როუზმა, იენ მაკშეინმა და სხვა ვარსკვლავებმა გაუწიეს.

მესამე სერიას, წინა ორის მსგავსად, ჩად სტაჰელსკი გადაიღებს.