ჯონ მალკოვიჩი „ახალგაზრდა პაპში“ მონაწილეობას მიიღებს

ჯონ მალკოვიჩი „ახალგაზრდა პაპში“ მონაწილეობას მიიღებს
შოუბიზნესი / ივლისი 3, 2018

ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ჯონ მალკოვიჩი HBO-ს ახალ სერიალში „ახალგაზრდა პაპი“ მონაწილეობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება ჯუდ ლოუს მონაწილეობით ცნობილი პროექტის მეორე სეზონი, თუმცა მალკოვიჩის პერსონაჟის დეტალური აღწერილობა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ახალი სერიალის გადაღებები იტალიაში მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.