ჯონ ლენონის ის სახლი გაყიდეს, სადაც არასდროს უცხოვრია

ჯონ ლენონის ის სახლი გაყიდეს, სადაც არასდროს უცხოვრია
შოუბიზნესი / აგვისტო 17, 2018

ნიუ-იორკში, ტრაიბეკის რაიონში მდებარე სასახლე, რომელიც ჯონ ლენონსა და იოკო ონოს ეკუთვნოდა, 8,12 მილიონ დოლარად გაიყიდა.

NewYorkPost-ის  ინფორმაციით, სახლში ცნობილ წყვილს არასდროს უცხოვრია. თუმცა ბროკერების თქმით, სახლის მისამართზე ისევ მოდის წყვილისთვის განკუთვნილი წერილები.

სახლი 1808 წელს აშენდა. ის აუქციონზე 2017 წელს გაიტანეს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 8,99 მილიონი დოლარი იყო.

საკვანძო სიტყვები