ჯოლიმ და პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულეს

ჯოლიმ და პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2017

ჰოლივუდში სულ უფრო მეტი მსახიობი ჩნდება, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე კომენტარს აკეთებს. ცნობილი პროდიუსერის შესახებ ინტიმური ხასიათის შევიწროებაზე ამჯერად ა კლასის მსახიობები ალაპარაკდნენ, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.

45 წლის პელტროუმ გაიხსენა, როგორ მიიღო 22 წლის ასაკში მთავარი როლი ფილმში „ემა“, რომელიც მისი ერთ-ერთი პირველი დიდი როლი გახდა. ფილმის პროდიუსერი სწორედ სკანდალური ჰარვი იყო, რომელმაც დამწყებ მსახიობს სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.

„ბავშვი ვიყავი. დამამტკიცეს როლზე. შოკირებული ვიყავი“, – იხსენებს გვინეტი.

მსახიობმა დაამატა, რომ ინციდენტის შესახებ ბრედ პიტს აცნობა, რომელსაც მაშინ ხვდებოდა. მაშინ პიტმა პროდიუსერთან საქმის გარჩევა მოინდომა, მოგვიანებით კი ვაინშტაინმა პელტროუს სთხოვა, რომ ეს ისტორია არავისთვის ეთქვა.

42 წლის ანჯელინა ჯოლის მსგავსი შემთხვევა ფილმის „Playing by Heart“ ჰქონდა. ვარსკვლავის თქმით, ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრა ჰარვიმ სასტუმროში დაუნიშნა, სადაც მას საძინებელში შესვლა შესთავაზა.

„ახალგაზრდობაში ჰარვი ვაინშტაინთან ურთიერთობის ცუდი ურთიერთობა მქონდა. შედეგად გადავწყვიტე, მას აღარასოდეს შევხებოდი“, – განაცხადა ჯოლიმ.