ჯოლი იმედოვნებდა, რომ ფილმი “ზღვასთან” მისი და ბრედ პიტის ოჯახს გადაარჩენდა

ჯოლი იმედოვნებდა, რომ ფილმი “ზღვასთან” მისი და ბრედ პიტის ოჯახს გადაარჩენდა
შოუბიზნესი / დეკემბერი 6, 2017

ანჯელინა ჯოლი გამოცემა Hollywood Reporter-ის რედაქტორს შეხვდა და მას გულწრფელი ინტერვიუ მისცა. ჯოლიმ გვერდი არც ბრედ პიტთან დაშორების თემას აუქცია და მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა.

„ვიფიქრე, რომ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე ერთმანეთი შეგვიყვარდა. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. მეგონა, რომ ერთად მუშაობას აზრი კიდევ ექნებოდა, მითუმეტეს, რომ ურთიერთობაში ბევრი რამე გამოსასწორებელი გვქონდა და იმედი მქონდა, რომ ოჯახის გადარჩენას შევძლებდით. რაღაც კუთხით ამ მცდელობამ და ფილმ „ზღვასთან“ მუშაობამ შედეგი გამოღო – გავიგეთ ბევრი რამე ჩვენს თავზე. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან რთული, შედეგი კი არც ისე პოზიტიური აღმოჩნდა“, – აღიარა ანჯელინამ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასული წლის სექტემბერში დაშორდა. განქორწინების პროცესი კიდევ არ დასრულებულა, რადგან წყვილი ექვს შვილზე მეურვეობის საკითხს ჯერ კიდევ წყვეტს.

საკვანძო სიტყვები