ჯიმ ქერის უცნაურ ინტერვიუზე მთელი მსოფლიო საუბრობს (ვიდეო)

ჯიმ ქერის უცნაურ ინტერვიუზე მთელი მსოფლიო საუბრობს (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 12, 2017

55 წლის ჯიმ ქერიმ ჟურნალ Harper’s Bazaar-ს უცნაური ინტერვიუ მისცა, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს. მსახიობის თქმით, ცხოვრებაში არაფერს აქვს აზრი, ადამიანები არარაობები არიან, ხოლო თავად საერთოდაც არ არსებობს.

ქერი, რომელიც წვეულებებსა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს იშვიათად ესწრება, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა და განაცხადა:

„სამყაროში არაფერს აქვს აზრი. მინდოდა ყველაზე უაზრო ადგილი მეპოვა და აი, მეც აქ ვარ. მჯერა, რომ სიმშვიდე ადამიანების ნიღბების მიღმაა, – განაცხადა ჯიმმა. – მე საერთოდ არ ვარსებობ. არსებობს უბრალოდ გარშემო მიმდინარე მოვლენები. ეს სამყარო ჩვენი არ არის. ჩვენ არარაობები ვართ და არანაირი დანიშნულება არ გვაქვს“, – განაცხადა მსახიობმა.

ჯიმ ქერი ყოველთვის დახურული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, ხოლო 2015 წელს, ყოფილი მეგობარი გოგოს, კატრიონა უაიტის თვითმკვლელობის შემდეგ, ის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა.

ამ დრომდე კატრიონას დედა ქალიშვილის გარდაცვალებაში მსახიობს ადანაშაულებს. მისი თქმით, ქერი მას დამამშვიდებელ წამლებს ასმევდა, რამაც მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

საკვანძო სიტყვები