ჯიმ ქერი ყოფილი მეგობარი გოგოს თვითმკვლელობაში დამნაშავედ არ ცნეს

ჯიმ ქერი ყოფილი მეგობარი გოგოს თვითმკვლელობაში დამნაშავედ არ ცნეს
შოუბიზნესი / თებერვალი 2, 2018

2015 წელს, ჯიმ ქერის ყოფილმა მეგობარმა გოგომ, კატრიონა უაიტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მასე შემდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ამ ფაქტთან დაკავშირებით, გოგონას დედა შვილის სიკვდილში ცნობილ მსახიობს ადანაშაულებს. მთელი ამ წლების მანძილზე, ბრალდებას უარყოფდა ქერი.

კატრიონას დედა ამტკიცებდა, რომ მსახიობმა მის შვილს ვენერიული დაავადება გადასდო, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ფაქტს არ აღიარებს.

სასამართლოზე ადვოკატმა კერი რაიმონდ ბაუჩერმა წარმოადგინა საბუთები, რომ აღნიშნული ანალიზი გაყალბებული იყო და ისინი კატრიონას მეგობარმა გააყალბა. ჯერ კიდევ 2013 წელს, გოგონა მსახიობს ამ დოკუმენტების გამოაშკარავებით ემუქრებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მას უაიტის ახლობლები „დაეპატრონენ“. ლოს-ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, ჯიმ ქერი პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინა.

გარდაცვლილის ახლობლები და ადვოკატები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ გამარჯვებაში, თუმცა ქერი, მეგობრის სუიციდში მართალი აღმოჩნდა.

შეუძლებელი გახდა იმისი დამტკიცებაც, რომ მსახიობმა მეგობარ გოგოს დამამშვიდებელი პრეპარატები შესთავაზა და მათზე დამოკიდებული გახადა.

საკვანძო სიტყვები