ჯიმ კევიზელი მელ გიბსონის ახალ ფილმში კვალვ იესო ქრისტეს განასახიერებს

ჯიმ კევიზელი მელ გიბსონის ახალ ფილმში კვალვ იესო ქრისტეს განასახიერებს
შოუბიზნესი / თებერვალი 1, 2018

მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ მთავარი როლის შემსრულებელი, ჯიმ კევიზელი ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის ახალ ფილმში გამოჩნდება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

„ჯერ არ ვიცი, რაზე იქნება გიბსონის ახალი ფილმი, თუმცა დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშვარი იქნება კინოს ისტორიაში“, – განაცხადა მან. 2016 წელს, მელ გიბსონმა განაცხადა, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ პერიოდზე ფილმის გადაღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ქრისტეს ვნებანი 2004 წელს გამოვიდა და ის საკმაოდ წარმატებული დამოუკიდებელი პროექტი გახდა კინემატოგრაფის ისტორიაში. 30 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა 600 მილიონი გამოიმუშავა.

„ქრისტეს ვნებანი“ ამერიკული კინოაკადემიის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.