ჯილიან ანდერსონი „საიდუმლო მასალებიდან“ მიდის

ჯილიან ანდერსონი „საიდუმლო მასალებიდან“ მიდის
შოუბიზნესი / იანვარი 4, 2018

ჯილიან ანდერსონი „საიდუმლო მასალებში“ დაბრუნებას აღარ გეგმავს. ეს ინფორმაცია მსახიობმა ერთ-ერთ გამოცემას ოფიციალურად დაუდასტურა:

„ბევრჯერ ვთქვი, რომ მე-11 სეზონი ბოლო იქნებოდა ჩემთვის და ცოტა გამიკვირდა, რომ მაყურებლებისთვის ეს შოკი იყო. ვიაზრებ „საიდუმლო მასალების“ მნიშვნელობას მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის, ამიტომ ბოლო სეზონს, ისევე, როგორც დასაწყისს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები“, – განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ სერიალში მას პარტნიორობას დევიდ დუხოვნი, მიტჩ მილეჯი და სხვა მსახიობები უწევენ.