ჯიჯი ჰადიდი ქალებს მოუწოდებს, „არა“-ს თქმა დროულად ისწავლონ

ჯიჯი ჰადიდი ქალებს მოუწოდებს, „არა“-ს თქმა დროულად ისწავლონ
შოუბიზნესი / ივნისი 22, 2018

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელი, ჯიჯი ჰადიდი მომავალ თვეში ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდება. მოდელმა გამოცემას გულახდილი ინტერვიუც მისცა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც მოდელის რანგში მიმიღია, საჭირო დროს „არა“-ს თქმაა. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და სიტუაციის შესაბამისად უარის თქმა. ამ პროფესიაში ბევრი ვისწავლე, მათ შორის პრიორიტეტებსა და  დროის მართვაზეც“, – განაცხადა ჰადიდმა.

ამის პარალელურად, ჯიჯი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია თავის საქმეში, საკუთარ თავს ეტალონად არ მიიჩნევს: „არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, მე კი ყველაფერს ვაკეთებ, რომ მათი ეს შრომა დავაფასო“, – დაამატა ჰადიდმა.

https://www.instagram.com/p/BkSK5m5AICx/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BkSKyJGABU1/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BkSKpF6AHqp/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BkLpxkngv1x/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BkLo5TmgHS-/?utm_source=ig_embed

 

 

 

საკვანძო სიტყვები