ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კენდალ ჯენერი, ვინი ჰარლოუ – 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუ (ფოტო)

ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კენდალ ჯენერი, ვინი ჰარლოუ – 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუ (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 9, 2018

2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუ ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ერთ-ერთ სანახაობრივ ჩვენებაზე, რომელსაც ნიუ-იორკი მასპინძლობდა, ძველი და ახალი თაობის მოდელები, მათ შორის კი ბელა და ჯიჯი ჰადიდები და კენდალ ჯენერი ვიხილეთ. საინტერესოა, რომ მათი პოდიუმზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდთან თანამშრომლების 19 წლიანი ისტორიის განმავლობაში პოდიუმზე უკანასკნელად გამოვიდა ადრიანა ლიმა. 37 წლის სუპერმოდელმა ,,ვიქტორიას სიკრეტი” ემოციურად დატოვა.

საღამოს კულმინაციური ნაწილი ელზა ჰოსკის გამოჩენა იყო, რომელმაც ერთ მილიონად შეფასებული ბრილიანტების ბიუსტჰალტერი მოირგო.

ჩვენებაში მონაწილეობა ასევე კენდის სვეიპოლმა, ბეჰატი პრინსლუმ, ვინი ჰარლოუმ, სინდი ბრუნამ, სტელა მაკსველმა და სხვებმა მიიღეს.

გთავაზობთ მოდელების ფოტოებს 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” ჩვენებიდან:

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ,,ვიქტორიას სიკრეტის” შოუს სატელევიზიო ჩვენება ABC-ის ეთერში 2 დეკემბერს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები