ჯგუფი One Direction საქველმოქმედო სიმღერის ჩასაწერად გაერთიანდება

ჯგუფი One Direction საქველმოქმედო სიმღერის ჩასაწერად გაერთიანდება
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

ჯგუფ One Direction-ის წევრები დროებით შეწყვეტენ „შემოქმედებით შვებულებას“ და ახალი სიმღერის ჩასაწერად გაერთიანდებიან, რომელიც საქველმოქმედო იქნება და ლონდონის გრენფელ ტაუერში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნება.

ლიამ პეინმა და ლუი ტომლინსონმა თრექის ჩაწერაში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, ნაილ ჰორანი და ჰარი სტაილზი კი ამ ეტაპზე თავისუფალი დროის გამონახვით არიან დაკავებულები, რათა პროექტს შეუერთდნენ.

ცნობილია, რომ კოლექტივის გარდა, საქველმქოედო სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობას მსოფლიო ვარსკვლავებიც მიიღებენ, მათ შორის არიან: რიტა ორა, კრეიგ დევიდი, რობი უილიამსი, ჯეიმს ბლანტი და სხვები. სიმღერის შექმნის ანიციატორი ცნობილი პროდიუსერი საიმონ კოუელია.