ჯესიკა ჩესტეინმა და იდრის ელბამ საერთო ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს

ჯესიკა ჩესტეინმა და იდრის ელბამ საერთო ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს
შოუბიზნესი / დეკემბერი 26, 2017

ფილმი „ის“ 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ამის შესახებ არაერთი პრესტიჟული რეიტინგი მოწმობს. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობის სურვილი ჯესიკა ჩესტეინმა და იდრის ელბამ გამოთქვეს.

პროექტის მეორე ნაწილი კინოთეატრებში 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდება. მასში მონაწილე მსახიობების ვინაობა კი 2018 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

საკვანძო სიტყვები