ჯესიკა ბილი ჯასტინ ტიმბერლეიკს: მე შენი პირველი გულშემატკივარი ვარ

ჯესიკა ბილი ჯასტინ ტიმბერლეიკს: მე შენი პირველი გულშემატკივარი ვარ
შოუბიზნესი / თებერვალი 1, 2018

31 იანვარს ჯასტინ ტიმბერლეიკი 37 წლის გახდა. ვარსკვლავის მეუღლე, ჯესიკა ბილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა. თავის „ინსტაგრამზე“ მან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„ეს ფოტო ათას სიტყვაზე მეტს ნიშნავს. და ეს კარგია, რადგან ვერასოდეს შევძლებ, ჩემი შენდამი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო. წინ ძალიან საინტერესო წელი გველის. ვამაყობ, რასაც მიაღწიე და რაც კიდევ წინ გაქვს. შენ ნინძა-მამა ხარ. შენ სუპერ-მამა ხარ. მიყვარხარ. მე შენი პირველი გულშემატკივარი ვარ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო. მოდი, აღვნიშნოთ ეს დღე ამ უქმეებში ისე, როგორც საჭიროა“, – დაწერა მან.