ჯესი ჯეი ჩინური „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

ჯესი ჯეი ჩინური „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გახდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / აპრილი 16, 2018

რამდენიმე თვის წინ, ჯესი ჯეი ჩინურ „იქს ფაქტორში“ მონაწილის სტატუსით გამოჩნდა. ის გახდა პირველი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი, რომელმაც მსგავსი ტიპის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

13 აპრილს კი ის, შოუს გამარჯვებულად დასახელდა და ხმათა 47,5% მიიღო.

ფინალის პირველ ნაწილში მან თავისივე ჰიტი „Bang Bang“ შეასრულა, საბოლოო გამოსვლისთვის კი არჩევანი მან უიტნი ჰიუსტონის ლეგენდარულ ჰიტზე „I Will Always Love You“ შეაჩერა და მაყურებელთა გულებიც მოიგო.

გამარჯვების შემდეგ, ჯესი რიგით მეოთხე ალბომზე დაიწყებს მუშაობას, რომლისთვისაც რამდენიმე სიმღერა „Queen“, „Not My Ex“ და „Think About That“ უკვე ჩაწერილია.

საკვანძო სიტყვები