ჯენიფერ ლოურენსმა სექტემბრის Vogue-სთვის გაიხადა (ფოტო)

ჯენიფერ ლოურენსმა სექტემბრის Vogue-სთვის გაიხადა (ფოტო)
შოუბიზნესი / აგვისტო 13, 2017

ჯენიფერ ლოურენსი სექტემბრის Vogue-ის მთავარი გმირი გახდა. 26 წლის ვარსკვლავმა გამოცემის ფურცლებზე გაიხადა და გულახდილ ინტერვიუშიც მიიღო მონაწილეობა.


ოსკაროსანმა მსახიობმა დარენ არონოფსკისთან რომანსა და მის ახალ ფილმზეც ისაუბრა. ლოურენსმა აღიარა, რომ მისი მოვალეობა იყო, საკმაოდ იდუმალებით მოცულ ისტორიაში გარდასახვა და რომ თავდაპირველად მან არც იცოდა, როგორ გამკლავებოდა ამ ყველაფერს.

ვრცლად ინტერვიუ ხელმისაწვდომი ჟურნალის ახალ ნომერში იქნება, რაც შეეხება მის ახალ ფილმს „დედა!“, ის ეკრანებზე ოქტომბერში გამოვა.