ჯენიფერ ლოურენსმა საშობაოდ პატარა პაციენტები მოინახულა (ფოტო)

ჯენიფერ ლოურენსმა საშობაოდ პატარა პაციენტები მოინახულა (ფოტო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 27, 2017

ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს, მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი მშობლიური შტატის, კენტუკის ბავშვთა საავადმყოფოს სტუმრობს და პატარა პაციენტებს, მათ მშობლებსა და თანამშრომლებს შობას ულოცავს.

გამონაკლისი არც წელს იყო: საავადმყოფოს თანამშრომლებმა ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს და ვიზიტისთვის მას მადლობაც გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლოურენსმა სამედიცინო დაწესებულებას 2 მილიონი დოლარი შესწირა.

საკვანძო სიტყვები