ჯენიფერ ლოურენსმა კრის ჯენერს „პორშე“ აჩუქა (ფოტო)

ჯენიფერ ლოურენსმა კრის ჯენერს „პორშე“ აჩუქა (ფოტო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 27, 2017

კრის ჯენერმა თავის გამომწერებს ფოტო გაუზიარა, სადაც ჯენიფერ ლოურენსის მიერ ნაჩუქარი „პორშეს“ შესახებ წერს. ამ უკანასკნელს არაერთხელ უთქვამს, რომ კარდაშიანების რეალითი შოუს დიდი თაყვანისმცემელია, განსაკუთრებით კი მისი პროდიუსერისა და მონაწილის, კრის ჯენერის.

ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ჯენიფერ ლოურენსმა მკითხა, რას ვისურვებდი საშობაო საჩუქრად. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო – „პორშე“. ჩემმა გოგონამ იმედები არ გამიცრუა. მადლობა, ჯენ, მიყვარხარ“, – დააწერა კრისმა ფოტოს. მასზე ნაძვის ხის ქვეშ თეთრი სათამაშო ავტომობილია გამოსახული. ჯენერმა კი ლოურენსის იუმორი სწორად შეაფასა.