ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი ისევ ერთად არიან

ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი ისევ ერთად არიან
შოუბიზნესი / დეკემბერი 22, 2017

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი შერიგდნენ და დროის დიდ ნაწილს კვლავ ერთად ატარებენ. ამ დღეებში თვითმხილველებმა დააფიქსირეს, როგორ ასეირნებდა 27 წლის მსახიობი თავის ძაღლს და როგორ უწევდა კომპანიონობას მას 48 წლის რეჟისორი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად წყვილის დაშორების შესახებ ცნობილი ერთი თვის წინ გახდა. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, ურთიერთობას მეორე შანსი მისცენ.