ჯენიფერ ლოურენსი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

ჯენიფერ ლოურენსი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / იანვარი 9, 2018

ქსელში ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით ახალი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა. საუბარია „წითელ ბეღურაზე“, რომელიც ჯაშუშურ ტრილერს წარმოადგენს.

ფილმი, რომელშიც ლოურენსს პარტნიორობას ჯოელ ედგერტონი უწევს, ჯეისონ მეთიუზის რომანზეა დაფუძნებული. „წითელი ბეღურა“ დიდ ეკრანებზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ფილმში „დედა!“ მონაწილეობის შემდეგ, ლოურენსმა კარიერაში პაუზის აღების შესახებ განაცხადა, თუმცა როგორც ჩანს, დასვენება მან მომავლისთვის გადადო.