ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა რომანის ერთი წლის იუბილე აღნიშნეს (ფოტო)

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა რომანის ერთი წლის იუბილე აღნიშნეს (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 6, 2018

პირველად, 48 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 42 წლის ალექს როდრიგესის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის მარტში გახდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ურთიერთობა, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, რამდენიმე თვეში დასრულდებოდა.

თუმცა შეყვარებულებმა მალევე გააგებინეს სამყაროს, რომ მათ ყველაფერი სერიოზულად აქვთ: წყვილი ყველგან ერთად დადიოდა, ერთად მოგზაურობდა, მათ საკუთარი შვილები გააცნეს ერთმანეთს, რომლებიც წინა ქორწინებებიდან ჰყავთ.

ერთი წლის იუბილე ლოპესმა და როდრიგესმა სუპერბოულზე აღნიშნა. მომღერალი და ყოფილი ბეისბოლისტი ტრიბუნაზე ბევრს ერთობოდნენ და გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევდნენ.