ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ნიუ-იორკში მდიდრული აპარტამენტი შეიძინეს

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ნიუ-იორკში მდიდრული აპარტამენტი შეიძინეს
შოუბიზნესი / მარტი 29, 2018

48 წლის ჯენიფერ ლოპესმა და 42 წლის ალექს როდრიგესმა ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. წყვილმა ნიუ-იორკში 15 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა.

აპარტამენტი 1200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ის მანჰეტენზე მდებარე პარკ-ევენიუს ბოლო სართულზე მდებარეობს.

ბინაში სამი საძინებელი და ოთხი აბაზანაა. ამას გარდა, მასში დახურული აუზი, ფიტნეს-ცენტრი და პირადი რესტორანია.

შედახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლოპესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაქორწინებას არ ჩქარობს, თუმცა თაყვანისმცემლების აზრით, ყველაფერი სწორედ ამ ფაქტისკენ მიდის.