ჯენიფერ ლოპესმა ალექს როდრიგესთან ვახშმისთვის უჩვეულო სტილი შეარჩია (ფოტო)

ჯენიფერ ლოპესმა ალექს როდრიგესთან ვახშმისთვის უჩვეულო სტილი შეარჩია (ფოტო)
შოუბიზნესი / აპრილი 2, 2018

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა მორიგი რომანტიკული ვახშამი მოიწყეს და პაპარაცების ობიექტივშიც მოხვდნენ.

საღამოსთვის ლოპესმა ელეგანტური სტილი შეარჩია: კლასიკური ღია ფერის პალტო, რომლის ქვეშაც ღია ვარდისფერი კაბა ჩანდა. ალექსმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მუქი ლურჯი პიჯაკი და ამავე ფერის შარვალი შეარჩია.  ავტომობილიდან გამოსვლის შემდეგ, მან საყვარელ ქალს ხელი გაუწოდა და მას გადმოსვლაში მოეხმარა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი ერთი წლის წინ დაიწყო.