ჯენიფერ ლოპესი რჩეულისგან გულისა და ხელის თხოვნას ელოდება (ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესი რჩეულისგან გულისა და ხელის თხოვნას ელოდება (ვიდეო)
შოუბიზნესი / აპრილი 30, 2018

Billboard Latin Music Awards-ზე ჯენიფერ ლოპესმა სიმღერაზე „El Anillo“ კლიპი წარმოადგინა. ვარსკვლავი ვიდეოში დედოფალს განასახიერებს, რომელიც რჩეულისგან გულისა და ხელის თხოვნას ელოდება.

სიუჟეტი ლოპესისა და ალექს როდრიგესის ურთიერთობას პარალელურ რეჟიმში ასახავს. მომღერალი არ მალავს, რომ ქორწინების ჯერ კიდევ სჯერა. ცოტა ხნის წინ, მან და მისმა ბოიფრენდმა ნიუ-იორკში 15 მილიონად შეფასებული მდიდრული საცხოვრებელბიც შეიძინეს.

საკვანძო სიტყვები