ჯენიფერ ლოპესი და Bad Bunny ერთობლივ სიმღერაზე კლიპს იღებენ

ჯენიფერ ლოპესი და Bad Bunny ერთობლივ სიმღერაზე კლიპს იღებენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 19, 2018

ორი სუპერვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და Bad Bunny ერთობლივი სიმღერისთვის გაერთიანდა. ინფორმაცია ამის შესახებ მაშინ დადასტურდა, როცა რამდენიმე საათის წინ, ჯეი ლომ კოლაბორაციის კლიპზე მუშაობის ამსახველი ვიდეო ,,ინსტაგრამზე” განათავსა.

თიზერში, რომელიც 49 წლის ვარსკვლავმა ქსელში განათავსა, სინგლის ნაწყვეტი ისმის, კადრში კი უკანა ფონზე ახალგაზრდა პუერტო რიკოელი მომღერალი ჩანს, რომელიც კამერისთვის პოზირებს. სიახლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

View this post on Instagram

 

#musicanueva @badbunnypr

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიომ ფარელ უილიამსთან ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ბიჭების გეგმების შესახებ ცნობილი არაფერია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BAD | BUNNY (@badbunnypr) on

შეგახსენებთ, რომ Bad Bunny-იმ გასულ კვირას დუეტი დრეიკთან Mia შემოგვთავაზა, რომლის მოსმენა და შეფასება უკვე შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე – fortunaplus.ge