ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შოპინგის დროს გადაიღეს (ფოტო)

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შოპინგის დროს გადაიღეს (ფოტო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 29, 2017

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ბევერლი-ჰილსზე მდებარე მაღაზიებში გაისეირნეს.  ლოპესმა შოპინგისთვის „გუჩის“ ნაქსოვი მოსასხამი, დახეული ჯინსი და Timberland-ის ფეხსაცმელი ეცვა.  წყვილმა ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრები შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და სპორტსმენის რომანი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ისინი დაქორწინებას გეგმავენ.