ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესი ახალი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 26, 2018

Second Act ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, რომლის პრემიერა 21 ნოემბერს აშშ-ში იგეგმებოდა, კინოეკრანებზე 14 დეკემბერს გამოვა.

ახალი თარიღის აღსანიშნად, მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” ფილმის თიზერი გამოაქვეყნა.

რომანტიკული კომედია ნიუ-იორკის მაღაზიათა ქსელში მომუშავე 40 წლის ქალ, მაიაზე მოგვითხრობს, რომელსაც ჯეი ლო განასახიერებს.

სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარ გმირს მედისონ ავენიუზე, მსხვილ კორპორაციაში მუშაობისა და კარიერის მოწყობის მეორე შანსი ეძლევა.

კინოსურათში ასევე ვანესა ჰაჯინსი, ლია რემინი, ენელი ეშფორდი, ფრედი სტრომა, დენ ბუკატინსკი, მაილო ვენტიმილია, ტრიტ უილიამსი და ლერი მილერი მონაწილეობენ.

 

საკვანძო სიტყვები