ჯეისონ მამოა, გალ გადოტი და სხვა ვარსკვლავები „სამართლიანობის ლიგის“ პრემიერაზე

ჯეისონ მამოა, გალ გადოტი და სხვა ვარსკვლავები „სამართლიანობის ლიგის“ პრემიერაზე
შოუბიზნესი / ნოემბერი 15, 2017

ჰოლივუდურ თეატრ Dolby-ში „სამართლიანობის ლიგის“ პრემიერა შედგა. ეს DC Comics-სგან ერთგვარი პასუხია Marvel-ის „შურისმაძიებლებზე“, სადაც ბეტმენი სუპერგმირების გუნდს სამყაროს გადასარჩენად შეკრიბავს. ქალი-საოცრება, აქვამენი, კიბორგი და ფლეში მძლავრ მოწინააღმდეგეს შეებრძოლებიან და კაცობრიობას გადაარჩენენ.

მსახიობები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდნენ. საიდუმლოდ ქორწინების შემდეგ ჯეისონ მამოა საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა, უკვე ოფიციალურ მეუღლესთან, ლიზა ბონთან ერთად, რომელიც გრძელ წითელ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა.

გალ გადოტმა კი, რომელმაც ქალი-საოცრებას როლი შეასრულა, წითელი ხალიჩისთვის ბრჭყვიალა ოქროსფერი კაბა აირჩია, ფეხზე ღრმა ჭრილით.

ყველაზე მეტი ყურადღება ემბერ ჰერდმა მიიქცია, რომელმაც წყალქვეშა სამყაროს დედოფლის როლს ასრულებს. მილიონერ ილონ მასკთან დაშორების შემდეგ ის საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. ჰერდმა Atelier Versace-ს შავი კაბა აირჩია.

პრემიერაზე ასევე იმყოფებოდნენ ბენ აფლეკი, ეზრა მილერი, კონი ნილსენი და ჰენრი კევილი.

„სამართლიანობის ლიგა“ საქართველოში 16 ნოემბრიდან გამოდის.

 

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები