ჯეიმს ფრანკოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ჯეიმს ფრანკოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
შოუბიზნესი / იანვარი 9, 2018

„ოქროს გლობუსის“ მიღების შემდეგ, მსახიობი ჯეიმს ფრანკო სკანდალში გაეხვა. ვარსკვლავს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.  კონკრეტულად კი, ფრანკოს მიმართ ეს ბრალდება მსახიობმა ვაიოლეტ პეილიმ აღძრა, რომელმაც ამ საქმეს ვრცელი პოსტი საკუთარ „ტვიტერზე“ მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსი“ სწორედ სექსუალური შევიწროების თემას მიეძღვნა და ამ პრობლემასთან საბრძოლველად დაწესდა მკაცრი დრეს-კოდი – ყველა მონაწილე შავებში გამოწყობილი გამოცხადდა.