ჯეიმი ფოქსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

ჯეიმი ფოქსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
შოუბიზნესი / ივნისი 14, 2018

ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მსახიობი ჯეიმი ფოქსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ფაქტი მის ცხოვრებაში 16 წლის წინ მოხდა.

დაზარალებულის თქმით, ინციდენტი ლას-ვეგასში წვეულებაზე  მოხდა, რომელიც ფოქსმა საკუთარ სახლში მოაწყო. ინტიმურ სიახლოვეზე უარის მიღების შემდეგ, ფოქსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი სახლიდან წასვლა მოსთხოვა.

მას შემდეგ, როგორც თავად ქალბატონი ამბობს, მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, სიმართლის თქმა კი მოძრაობა #Me Too-ს შექმნის შემდეგ გადაწყვიტა.

ამ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა, რომელმაც ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ისტორია სიცრუე და გამონაგონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულ მალე აღნიშნულ ქალბატონს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლებს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები