ჯეიმი ფოქსი ახალი სპაუნი გახდება

ჯეიმი ფოქსი ახალი სპაუნი გახდება
შოუბიზნესი / მაისი 30, 2018

ამერიკელი მსახიობი და მუსიკალური შემსრულებელი, ჯეიმი ფოქსი სპაუნს განასახიერებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონს არ გადააჭარბებს, მისი კინოგაქირავების რეიტინგი R იქნება.

ფილმის ორიგინალი 1997 წელს გამოვიდა, თუმცა კრიტიკოსების კეთილგანწყობა ან მაღალი რეიტინგი მან ვერ დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ის 90-იანების ერთ-ერთ საკულტო ფილმად მიიჩნევა.

ფილმი ცნობილი საუნდტრეკებითაც გახდა, რომლებიც მერილინ მენსონმა, Metallica-მ, The Prodigy-მ, Korn-მა და სახვა მუსიკოსებმა შეასრულეს.

საკვანძო სიტყვები