ჯეი ზი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავს

ჯეი ზი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავს
შოუბიზნესი / იანვარი 31, 2018

ჯეი-ზი სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავს სახელწოდებით „Hovino“. რეპერმა უკვე შეიტანა განაცხადი ახალი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე. ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, როგორ საკვებს შესთავაზებენ რესტორანში, თუმცა ცნობილია, რომ თავად რეპერი და მისი მეუღლე, ბიონსე, ვეგეტარიანელები არიან. წყვილმა ხორცზე უარი 2013 წლიდან თქვა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მათ საკუთარ რესტორანს სწორედ ჯანსაღი კვების პროპაგანდა გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ ჯეი ზის „იმპერიის“ შემადგენლობაში ამჟამად შედის: სპორტული ბარები „40/40“ ნიუ-იორკში, ატლანტასა და ლას-ვეგასში, შამპანურის მწარმოებელი კომპანია „Armand de Brignac”, სიგარების საკუთარი ხაზი, ხმისჩამწერი ლეიბლი, ონლაინ სერვისი “Tidal” და სხვები.

საკვანძო სიტყვები