ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება ჩამოართვა

ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის  წოდება ჩამოართვა
Hi Tech /საინტერესო / ივნისი 20, 2018

ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. ეს წოდება მან Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს დაუთმო.

ამ დროისთვის ბეზოსის მდგომარეობა 141 მილიარდია, რაც შეეხება გეითსს, ის მას მკვეთრად ჩამორჩება – Microsoft-ის შემქმნელის ქონება 95 მილიარდით განისაზღვრა.

აღნიშნულის გარდა, Amazon-ის დირექტორმა კიდევ ერთი ფინანსური რეკორდი დაამყარა – ის პირველი ადამიანი პლანეტაზე, რომლის აქტივებმაც 100 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების მანძილზე, ბილ გეითსი თანხების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

 

საკვანძო სიტყვები