ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა იშვიათი ფოტოები გააზიარეს

ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა იშვიათი ფოტოები გააზიარეს
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

მამის დღესთან დაკავშირებით, ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა თაყვანისმცემლებს საშინაო არქივიდან ემოციური ფოტოები გაუზიარეს. მათზე ვარსკვლავური წყვილი ვაჟიშვილთან ერთად არის გამოსახული.

„ყველა მამას, მათ შორის ჩემსას, რომელიც უანგაროდ გასცემს სიყვარულს, ვულოცავ ამ დღეს. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მადლობა ჩემს მეუღლეს და ცხოვრების მეგზურს ყველანაირ თავგადასავალში. უზომოდ მიყვარხარ!“ – დააწერა ფოტოს ბილმა.

მას არც ჯასტინი ჩამორჩა: „ეს ორი ანგელოზი…უდიდესი ჯილდოა, რომელიც მე გადმომეცა. თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც არასოდეს ვჩერდები! ბედნიერ მამების დღეს გისურვებთ. იმედი მაქვს, ამ დღით ტკბებით“ – დაწერა მუსიკოსმა.

ფოტოებზე, როგორც ყოველთვის, არ ჩანს წყვილის ვაჟიშვილის, საილასის სახე.