ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომი დააანონსა

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომი დააანონსა
შოუბიზნესი / იანვარი 5, 2018

საკუთარ სოციალურ ქსელში ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი ალბომი სახელწოდებით „Man of the Woods“ დააანონსა. დისკი მიმდინარე წლის თებერვალში გამოვა და ის მუსიკოსის პირველი კრებული იქნება ბოლო 5 წლის მანძილზე.

„ჩემი შთაგონება ჩემი ოჯახია, შვილი და ცოლი. ეს ალბომი ძალიან პირადული იქნება და მე ჩემს მეორე მხარეს გიჩვენებთ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჯასტინმა ახალ ნამუშვარზე.

ტიმბერლეიკის უკანასკნელი დისკი „The 20/20 Experience Pt. 1 and Pt. 2.“ 2013 წელს გამოვიდა.  მანამდე მომღერალმა, 2016 წლის გაზაფხულზე სიმღერა „Can’t Stop the Feeling“ გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ჰიტი გახდა.

საკვანძო სიტყვები