ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის რომანტიკა ეიფელის ფონზე (ფოტო)

ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის რომანტიკა ეიფელის ფონზე (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 3, 2018

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე წყვილი – ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი სიყვარულის დედაქალაქს ესტუმრა. ვარსკვლავებმა უამრავი რომანტიკული ფოტო გადაიღეს მოციმციმე ეიფელის კოშკის ფონზე და თაყვანისმცემლების კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ დაიმსახურეს.

ფოტოზე ჯასტინი ჯესიკას ეხუტება და კოცნის. სწორედ მან გამოაქვეყნა იგი თავის „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ ტიმბერლეიკი და ბილი ერთად 2012 წლის ოქტომბრიდან არიან. მათ სამი წლის საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ.

Midnight.

A post shared by Justin Timberlake (@justintimberlake) on